კროსვორდი
Across
- 2. ფერი — ფერთა წრეზე გვერდიგვერდ მდებარე ფერი, რომელსაც საერთო ძირითადი ტონი აქვს.
- 5. — კომპოზიციური ელემენტების ჰარმონიული, გაწონასწორებული განაწილება ვიზუალურ სივრცეში.
- 6. — ნაწილებსა თუ ელემენტებს შორის პროპორციისა და თანაფარდობის დარღვევა.
- 8. — სვეტის ან პილასტრის დაგვირგვინება, ზედა დეკორატიული ნაწილი.
- 11. — ზედაპირის (ქვის, ხის, ლითონის) შემკობის ტექნიკა, როდესაც მასში ამოჭრილ ბუდეებში ჩასმულია სხვა მასალის (ფირუზის, მარმარილოს, ძვლის, ნაჟურის) ფირფიტები ან ნაჭრები.
- 12. — კომპოზიციის მხარეების შეუსაბამობა ან უთანაბრობა, თანაბარი ღერძული გადანაწილების არარსებობა.
- 15. — ფორმის გამარტივება, განზოგადება ან გამოსახულების დეკორატიულად გარდაქმნა.
- 16. — ძველი მესოპოტამიის/შუამდინარეთის საფეხუროვანი სატაძრო კოშკი.
- 17. — ხელოვნებაში რეალობის არაზუსტი, მხატვრული ენითა და სიმბოლოებით გადმოცემული გამოსახულება.
Down
- 1. — გამოსახულება, რომელიც აწყობილია ზედაპირზე მიმაგრებული ფერადი კენჭების, მინის ან კერამიკის ნატეხებისაგან.
- 3. — სვეტებითა და ფრონტონით გაფორმებული შესასვლელი გალერეა შენობის წინ.
- 4. — სვეტის ან პილასტრის ქვედა, საყრდენი ნაწილი (საძირკველი/საფუძველი).
- 7. — სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ომებს, ბრძოლებსა და სამხედრო სცენებს.
- 9. — ძველი ბერძნული ქალაქის გამაგრებული ზედა ნაწილი, სადაც მთავარი ტაძრები მდებარეობდა.
- 10. — ცენტრალური იტალიის ძველი ხალხი, ვინც რომაული კულტურის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
- 13. — კედელში დატოვებული შეღრმავება ქანდაკების, ლარნაკის ან დეკორატიული ელემენტისთვის.
- 14. — ძველი ეგვიპტის ტრაპეციის ფორმის სამარხი ნაგებობა.